ხელვაჩაურში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - კვირის პალიტრა

ხელვაჩაურში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.