"დავაყენებთ შუამდგომლობას სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული" - კვირის პალიტრა

"დავაყენებთ შუამდგომლობას სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული"

დავაყენებთ შუამდგომლობას სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მის წინააღმდეგ ყველა სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მხრიდან საქართველოში შემოსვლა პოლიტიკური აქტი იყო და სასამართლოში პოლიტიკური აქტის განხილვა არ ხდება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამ საქმეში ათეულობით მოწმეა გამოკითხული და საათობით ვიდეოჩანაწერები არსებობს. მხოლოდ იმისთვის, რომ დაედგინათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა. სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლა იყო პოლიტიკური აქტი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ის უკრაინაშია. რეალურად, მან სრული ლუსტრირება მოახდინა ქვეყნის სპეცსამსახურების. სუს-ი დაკავებულია ოპონენტების დევნით და ყველას მოსმენით, აღარ რჩება დრო ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის. სააკაშვილის მხრიდან ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური აქტის განხილვა არ ხდება სასამართლოში. პროკურორის განცხადებების შეფასებას, რომ სააკაშვილის ჩამოყვანაში ყოფილი მაღალჩინოსანი იყო ჩართული ვერ მოვახდენთ, ზუსტად ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იყო, რა დროსაც ბათუმში იმყოფებოდა. დავაყენებთ შუამდგომლობას სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მიხეილ სააკაშვილი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა და არცერთი ცივილური ქვეყანა არ აღიარებდა იმ განაჩენს, რომლითაც გამოცხადდა მიხეილ სააკაშვილის ძებნა“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.