"მე ჩამოვედი უკრაინიდან სააკაშვილის მოსანახულებლად - მას 30 წელზე მეტია ვიცნობ, ვიცი, როგორი იყო მისი ენერგია, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია" - კვირის პალიტრა

"მე ჩამოვედი უკრაინიდან სააკაშვილის მოსანახულებლად - მას 30 წელზე მეტია ვიცნობ, ვიცი, როგორი იყო მისი ენერგია, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია"

"მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ 30 წელზე მეტია, ვიცი როგორი იყო მისი ენერგია ამ 30 წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალოძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეს არასდროს არსად არ ტოვებს და უკრაინაში ბევრი ადამიანი განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას.

,,აქვს სისუსტე, ძირითადად ზის. მაგრამ, რაც მთავარია, მხნედაა მისი და ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძოლებს ბოლომდე. ყველა თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. გამოსავალი არის ხალხი, საზოგადოება და სააკაშვილი თუ ოდესმე რამეს აკეთებდა, აკეთებდა ხალხთან ერთად. მე ჩამოვედი უკრაინიდან, როდესაც იქ ხარ უფრო მეტს იგებ, რამდენად ბევრი ადამიანი განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეს არასდროს არსად ტოვებს, ეს დიდი ქვეყანაა და აქვს ამის საშუალება. არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რომ თავიანთი მოქალაქე სადმე დაეტოვებინათ“, - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.