კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე: "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?" - კვირის პალიტრა

კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე: "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?"

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ არ იცის ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის თქმით, ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. „მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა და სურთ იხილონ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ერიკა ოლსონმა.