"პოლიტიკური დევნის შეწყვეტა პირველ რიგში "ოცნების" ინტერესში უნდა იყოს, რათა წლების შემდეგ მათ არ მოუწიოთ მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური დევნის შეწყვეტა პირველ რიგში "ოცნების" ინტერესში უნდა იყოს, რათა წლების შემდეგ მათ არ მოუწიოთ მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა"

"კოვიდ პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილებებს კიდევ ვინ შეიძლება დატოვოს თანამდებობა, იღებს ივანიშვილი და მსგავსი გადაწყვეტილებების მიიღება არა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, არამედ ემსახურება იმას, რომ "მისი მომავალი იყოს გარანტირებული".

„რთულია, გაიგო მმართველი გუნდის კულუარებში რა ხდებოდა და ეკატერინე ტიკარაძე რის გამო წავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია "ქართული ოცნების" სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, რაზეც სჯობს, თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდ ვითარება უმძიმესია. მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, კოვიდ პანდემიის პერიოდში ხელისუფლება მოქმედებდა საკუთარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად რა იყო უკეთესი. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი,"- განაცხადა უდუმაშვილმა.

"პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთხელ და სუდამოდ პირველ რიგში "ქართული ოცნების" ინტერესში უნდა იყოს, რათა წლების შემდეგ მათ არ მოუწიოთ მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო", -

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უარი თქვეს საერთო ეროვნულ შერიგებაზე, რომელიც იყო სააკაშვილის ინიციატივა.

"ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რადგან ჩვენ რომ გავარღვიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ვტრიალებთ, ამისთვის საჭირო არის საერთო ეროვნული შერიგება და შეწყვეტა იმ პოლიტიკური შურისძიების და პოლიტიკური დევნის ერთხელ და სამუდამოდ, რომელიც არის ქვეყანაში წლების განმავლობაში და ეს პირველ რიგში "ქართული ოცნების" ინტერესში უნდა იყოს, რომ წლების შემდეგ მათ არ მოუწიოთ მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო. ასე რომ, ხელისუფლება ახლა საკუთარ მომავალზეც და ქვეყნის მომავალზეც რომ ფიქრობდეს და ოდნავ მაინც ჰქონდეს გაცდა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს, მათთვის მისაღები იქნებოდა ეს წინადადება, მაგრამ "ქართული ოცნება" როგორც ყოველთვის გარდა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისა და საკუთარი კეთილდღეობისა არაფერზე ფიქრობს და არც იყო გასაკვირი, რომ მათ უარი თქვეს ამ ინიციატივაზე,"- განაცხადა უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"