"იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, სპორტის სასახლეს აავსებდა - ტიკარაძე, სადაც არ უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაყვება" - კვირის პალიტრა

"იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, სპორტის სასახლეს აავსებდა - ტიკარაძე, სადაც არ უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაყვება"

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის წასვლა მისი და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტიკარაძე სადაც არ უნდა წავიდეს, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველგან გაყვება.

“მისი გადადგომა ვერ მოხსნის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრის პასუხისმგებლობას ქვეყანაში კოვიდპანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, სპორტის სასახლეს აავსებდა. 1 სულ მოსახლეზე საქართველო გარდაცვალების მაჩვენებლით მოწინავეა და ეკატერინე ტიკარაძე სადაც არ უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაყვება”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.