"რა­ტომ იგო­ნებთ? ერ­თმა­ნეთს უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით არავინ მოიხსენიებდა, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში ვართ?" - კვირის პალიტრა

"რა­ტომ იგო­ნებთ? ერ­თმა­ნეთს უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით არავინ მოიხსენიებდა, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში ვართ?"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გაცხადებით, მან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუჭირდება საუბარი იმ მიზეზებზე, თუ რის გამო მიიღო ტიკარაძემ ეს გადაწყვეტილება.

„გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მი­სი­ვე თქმით, არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა პრე­მი­ერ­სა და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს შო­რის.

"არ არის ეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­ტომ იგო­ნებთ? არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ იყო, არა­ვინ არ მო­იხ­სე­ნი­ებ­და ერ­თმა­ნეთს უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში ვართ, რა უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?! შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე იყო მსჯე­ლო­ბა, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მე არ ვარ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა.

მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტის მი­ნის­ტრებს სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში რა თე­მებ­ზე ესა­უბ­რე­ბა, ეს რა თქმა უნდა, არც გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის საქ­მე არ არის, მე ვარ ქა­ლა­ქის მერი, მაქვს ჩემი საქ­მე და დღის წეს­რი­გი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.