28 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავებულია 24 ადამიანი - რა მოხდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში?
იაპონიაში, აიტის პრეფექტურის ქალაქ კომაკიში 28 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, გზატკეცილზე, საცობში დიდი ტრაილერი ავტომობილს შეეჯახა, რამაც ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია.