"ძალიან მიყვარხარ... დარწმუნებული ვარ, გავანგრევთ ამათ" - რას სწერს სააკაშვილი ირინა სარიშვილს და რას პასუხობს იგი? - კვირის პალიტრა

"ძალიან მიყვარხარ... დარწმუნებული ვარ, გავანგრევთ ამათ" - რას სწერს სააკაშვილი ირინა სარიშვილს და რას პასუხობს იგი?

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­რიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"უმაგ­რე­სო, მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, ძა­ლი­ან მა­გა­რი პოს­ტე­ბის­თვის. ბო­დი­ში რომ აქამ­დე ვერ შევ­ხვდით, მაგ­რამ იცო­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ვან­გრევთ ამათ" - წე­რი­ლია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სა­რიშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო.

mihas-werili-1639129424.jpg

თავად სარიშვილი კი წერილს ასე ეხმაურება:

"მეც მადლობა, მიშა! მეც ბოდიში! მეც ძალიან მიყვარხარ! გავანგრევთ ამათ აბა რას ვუზამთ და მალე შევხვდებით! #თავისუფლებამიშას".

photo-1639129507.jpg

ამ მიმოწერას სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

"ეს სქრინი შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო? თავად განსაჯეთ: სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო. სააკაშვილი ჯერ კიდევ მგონი მოქკავშირის ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო, საჯაროდ "პოლიტიკური კახპა" უწოდა. სანაცვლოდ ედპ-ს მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებული ამ პარტიიდან) სააკაშვილს სახლთან დახვდნენ და, როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს.

მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს და კრემლის მსახურს იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა.

სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა, ოღონდ ირინას არ შეეხო.

როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი? როგორც არ უნდა იყოს, დღეს ერთად არიან. დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამაა ქართულ პოლიტიკაში".

photo-1639131649.jpg