"ჯერ კიდევ აპრილში შეხვდა გია ლორთქიფანიძე ელგუჯა ცომაიას და სთხოვა, რომ..." - როგორ იგეგმებოდა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა? - კვირის პალიტრა

"ჯერ კიდევ აპრილში შეხვდა გია ლორთქიფანიძე ელგუჯა ცომაიას და სთხოვა, რომ..." - როგორ იგეგმებოდა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სა­კი­თხზე ექსმა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში და­უ­კავ­შირ­და და გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­ი­ყო­ლია იგი, მისი კუთ­ვნი­ლი მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ეყ­ვა­ნა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

"მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას გეგ­მავ­და და მისი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით შე­ი­მუ­შა­ვა და და­გეგ­მა - თუ რა დროს, რა სა­შუ­ა­ლე­ბით, რა მარ­შრუ­ტით და რა ხერ­ხით უნდა მომ­ხდა­რი­ყო მსჯავ­რდე­ბულ მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა.

გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჯერ კი­დევ 2021 წლის აპ­რილ­ში შეხ­ვდა ბრალ­დე­ბულ ე. ც.-ს და გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­ი­ყო­ლია იგი, მისი კუთ­ვნი­ლი მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ეყ­ვა­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე.

2021 წლის სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კვლავ და­უ­კავ­შირ­და, ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ე. ც.-ს და მოს­თხო­ვა მას უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა.

ე.ც. 20 სექ­ტემ­ბერს მისი კუთ­ვნი­ლი „SCANIA“-ს ფირ­მის მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით უკ­რა­ი­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ავ­ტო­მან­ქა­ნა რძის პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შემ­დგომ მი­თი­თე­ბას და­ე­ლო­და.

26 სექ­ტემ­ბერს ჩერ­ნო­მორსკის პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით ძებ­ნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იყ­ვა­ნეს და ბრალ­დე­ბულ ე.ც.-ს კუთ­ვნილ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში არ­სე­ბულ წი­ნას­წარ მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში გა­დას­ვეს, რის შემ­დგო­მაც გა­დაკ­ვე­თეს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა ბო­რა­ნის ტი­პის გემ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით "VILNIUS"-ი შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, 28 სექ­ტემ­ბერს, ჩერ­ნო­მორსკის პორ­ტი­დან ფო­თის ნავ­სად­გურ­ში შე­მო­ვი­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გემი, რომ­ლი­და­ნაც 29 სექ­ტემ­ბერს, ჩა­მო­ვი­და ე.ც.-ს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლი იყო რძის პრო­დუქ­ტე­ბით და მი­საბ­მელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი. განაგრძეთ კითხვა და მოისმინეთ აუდიმასალა