მოგზაურობის მოყვარული ბაიკერი მეუღლე და მოტოციკლების კოლექცია - რა ქონებით ტოვებს მთავრობას ეკატერინე ტიკარაძე და რა არის ცნობილი მის ოჯახზე?
13:27 / 10-12-2021 ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკატერინე ტიკარაძე მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დანიშნა. ბიძინა ივანიშვილის "ოჯახის სტომატოლოგი" - ასე მოიხსენიებდა წლების განმავლობაში ოპოზიცია მინისტრს.
ეკატერინე ტიკარაძეს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია ჯანდაცვის მინისტრობამ. თანამდებობის მიღებიდან რამდენიმე თვეში, მსოფლიოში პანდემია დაიწყო. ამ ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო უამრავი პროფესიული კრიტიკა. აკრიტიკებდნენ ჩაცმის, ვარცხნილობის გამო, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემიის გამო სილამაზის სალონები დახურული იყო, მინისტრი ყოველდღიურ ბრიფინგებზე ყოველთვის მოწესრიგებული ვარცხნილობით ჩნდებოდა.
Ambebi.ge-ზე პირველად გამოქვეყნდა მინისტრი ტიკარაძის პირადი ცხოვრების შესახებ საინტერესო დეტალები.
2007-2008 წლებში როდესაც ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში ცხოვრობდა, ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის ვაჟზე, ტატო (ბიძინა კაკაბაძეზე) იქორწინა. ტატოს დედაც ცნობილი მსახიობი დარეჯან ჯოჯუა გახლავთ, თუმცა ბადრი კაკაბაძესთან ქალბატონი დარეჯანი დიდი ხნის დაშორებულია.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. დათა 2002 წელს გერმანიაში შეეძინათ. მეორე შვილი ანასტასია 2011 წელს საქართველოში დაიბადა და მისი ერთ-ერთი ნათლია ბერა ივანიშვილია.
ეკატერინე ტიკარაძემ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია 2021 წლის 13 სექტემბერს ჯერ კიდევ მინისტრის პოსტზე ყოფნისას შეავსო.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 16 იანვარს მინისტრმა თბილისში 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლი 110 000 დოლარად შეიძინა, თუმცა იქვე შენიშვნის სახით წერია, რომ ქონება შეძენილია 2009 წელს, ხოლო თარიღი საჯარო რეესტრის ბაზიდან 2020 წელს არის მიბმული. საერთო ფართიდან კი საცხოვრებელი ფართი 313,40 კვ. მ-ია, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთი ეზოს უკავია.
ცნობილია ეკატერინე ტიკარაძის მეუღლის გატაცება მოტოციკლეტებით. ტატო კაკაბაძე ბაიკერია. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები