"კრი­ტი­კუ­ლი და მამ­ხი­ლე­ბე­ლი აზრი ილია მე­ო­რის მმარ­თვე­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო ჩახ­შო­ბი­ლი და დას­ჯი­ლი" - კვირის პალიტრა

"კრი­ტი­კუ­ლი და მამ­ხი­ლე­ბე­ლი აზრი ილია მე­ო­რის მმარ­თვე­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო ჩახ­შო­ბი­ლი და დას­ჯი­ლი"

დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე, რო­მელ­საც მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩერ­და, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის მიერ მე­დი­ა­ში გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბებს უკავ­ში­რებს.

ილია ჭიღ­ლა­ძის თქმით, 40 წელ­ზე მე­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, რეპ­რე­სი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა დამ­ყა­რე­ბუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, მღვდელმსა­ხუ­რე­ბა მას 4 თვის წინ შე­უ­ჩერ­და და გა­უ­გე­ბა­რია დღეს რა­ტომ ვრცელ­დე­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

"ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში სი­ნოდ­მა უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნია ჩემი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ვა­კე­თე და რო­მე­ლიც ეკე­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ უდი­დეს პრობ­ლე­მებს, და­ნა­შა­უ­ლებ­სა და დარ­ღვე­ვებს ეხე­ბო­და. ყო­ველ­გვა­რი მსჯე­ლო­ბის გა­რე­შე. ჩემს და­სას­ჯე­ლად შე­იქ­მნა კო­მი­სია. ეს არის რეპ­რე­სი­უ­ლი და ტო­ტა­ლი­ტა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 40 წელ­ზე მე­ტია დამ­ყა­რე­ბუ­ლია. კრი­ტი­კუ­ლი და მამ­ხი­ლე­ბე­ლი აზრი ილია მე­ო­რის მმარ­თვე­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო ჩახ­შო­ბი­ლი და დას­ჯი­ლი. დე­კა­ნო­ზი ბა­სილ კო­ბა­ხი­ძე, პეტ­რე ცა­ა­ვა და არა­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რი პირი იქნა დას­ჯი­ლი ყო­ველ­გვა­რი გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე. მარ­თლაც ოდი­ო­ზუ­რი და კუ­რი­ო­ზუ­ლია, რომ ივ­ლის­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დღეს აქყევ­ნე­ბენ. ეს სა­სა­ცი­ლოა, რად­გან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მყი­სი­ე­რად უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი ჩემ­თვი­საც, მრევ­ლის­თვი­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც. მოყ­ვა­ნი­ლი სამი კა­ნო­ნი, რაც მათ წარ­მო­მიდ­გი­ნეს ბრალ­დე­ბად, მე­სა­მე კა­ნო­ნი მღვდელს არ ეხე­ბა. ეხე­ბა უფრო მა­ღალ სა­სუ­ლი­ე­რო პირს. ამ კა­ნონ­ში წე­რია, რომ თუ ეპის­კო­პო­სი ეპის­კო­პო­სის მიერ არის ბრალ­დე­ბუ­ლი, მა­შინ ამ ბრალდდა­დე­ბულ­მა ეპის­კო­პოს­მა თავი უნდა იმარ­თლოს სი­ნო­დის სხდო­მის წი­ნა­შე. ეს ესა­და­გე­ბა ილია მე­ო­რეს, რად­გან ის არის ეპის­კო­პო­სი, ისე­ვე რო­გორც პეტ­რე ცა­ა­ვა და ის არის ბრალ­და­დე­ბუ­ლი პეტ­რე ცა­ა­ვას მიერ. მო­ვი­თხოვ ეკ­ლე­სი­ის სა­სა­მარ­თლოს რე­ა­გი­რე­ბას არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე." - გა­ნა­ცხა­და "ტვ პირ­ველ­თან" დე­კა­ნოზ­მა.