"საკ­მა­ოდ რთუ­ლი წელი იყო 2021 წელი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეს იყო დიდი გარ­და­ტე­ხის წელი, ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ, ქვე­ყა­ნა და­ვამ­შვი­დეთ, და­ვა­წყნა­რეთ" - კვირის პალიტრა

"საკ­მა­ოდ რთუ­ლი წელი იყო 2021 წელი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეს იყო დიდი გარ­და­ტე­ხის წელი, ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ, ქვე­ყა­ნა და­ვამ­შვი­დეთ, და­ვა­წყნა­რეთ"

"მინ­და ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ დამ­დე­გი ახა­ლი წელი. დღეს, ამ ლა­მაზ ად­გი­ლას შე­ვიკ­რი­ბეთ იმის­თვის, რომ ყვე­ლამ ერ­თად, სა­ზე­ი­მოდ ავან­თოთ ეს ულა­მა­ზე­სი ნაძ­ვის ხე" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი წელი იყო 2021 წელი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეს იყო დიდი გარ­და­ტე­ხის წელი.

„რა თქმა უნდა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ნაძ­ვის ხის ან­თე­ბით ვემ­ზა­დე­ბით ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი წელი იყო 2021 წელი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეს იყო დიდი გარ­და­ტე­ხის წელი, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ, ქვე­ყა­ნა და­ვამ­შვი­დეთ, და­ვა­წყნა­რეთ. ახლა მინ­და, რომ ყვე­ლას კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მოთ და გი­სურ­ვოთ, პირ­ველ რიგ­ში, მშვი­დო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა თქვენ და თქვენს ოჯა­ხებს, თქვენს შვი­ლებს, თქვენს მშობ­ლებს. მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა. მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს აფხა­ზეთ­ში, ოსეთ­ში, ჩვე­ნი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მინ­და, რომ ამ სცე­ნი­დან მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ რთულ წელს გა­წე­უ­ლი საქ­მის­თვის ჩვენს გმირ ექი­მებს, ჩვენს გმირ პო­ლი­ცი­ე­ლებს, ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს, ყვე­ლას მინ­და მო­გე­ფე­როთ და მად­ლო­ბა გი­თხრათ. ვი­სურ­ვოთ, რომ მო­მა­ვა­ლი წელი იყოს მშვი­დო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის მომ­ტა­ნი, სი­ხა­რუ­ლის, სიყ­ვა­რუ­ლის და ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წელი. დიდი მად­ლო­ბა და ღმერ­თი იყოს თქვე­ნი მფარ­ვე­ლი, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინტერპრესნიუსი"