"დარწმუნებული ვარ, პრემიერმინისტრობის ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული, დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, პრემიერმინისტრობის ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული, დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა"

არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში - თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-

მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისა და თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.

თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრად ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული.

"დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს.

რასაკვირველია, არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში და ბრიფინგმაც, რომელიც ჩაატარა მინისტრმა დაგვანახა, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

მე მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ეკატერინეს შემდეგ საქმიანობაში, ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა შიდა პოლიტიკური კონსულტაციებით იქნება შერჩეული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრის დანიშვნა და კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივა გახლავთ. შესაბამისად, საზოგადოებასაც ის გააცნობს ამ გადაწყვეტილებას. მესმის, რომ თქვენ გინდათ, რომ გაუსწროთ მოვლენებს და პირველებმა შეატყობინოთ საზოგადოებას თუ რა გადაწყვეტილებები განიხილება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გადაწყდება კონსულტაციებით, გადაწყვეილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"