"12 წლის ვიყავი, მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და საკმაოდ ძვირი, 5000 დოლარი გადავუხადეთ" - რას პასუხობს ნუცა ბუზალაძე მაიკო კაჭკაჭიშვილს - კვირის პალიტრა

"12 წლის ვიყავი, მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და საკმაოდ ძვირი, 5000 დოლარი გადავუხადეთ" - რას პასუხობს ნუცა ბუზალაძე მაიკო კაჭკაჭიშვილს

კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ორი დღის წინ კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­ი­კომ ღიად ისა­უბ­რა შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, მომ­ღე­რა­ლებ­სა და სიმ­ღე­რის ავ­ტო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ასე­ვე იმ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეც რაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მოყ­ვე­ბა ხოლ­მე. კერ­ძოდ, ამ­ბობ­და, რომ მომ­ღერ­ლებს "უჭირთ" იმ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, ვის­მა სიმ­ღე­რებ­მაც ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დათ.

"და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა­ვის სიმ­ღე­რას აღარ და­ვუ­წერ. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რა, მაგ­რამ 200 კი­ლომ­დე ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, სცე­ნას არ მო­ვუხ­დე­ბო­დი და სხვებს გა­და­ვუ­ლო­ცე....

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო "იურ­მა­ლა", აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი..." - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში კომ­პო­ზი­ტო­რი.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ჰო­ლი­ვუ­დის და­პყრო­ბას გეგ­მავს. მომ­ღე­რა­ლი შტა­ტებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რის აწყო­ბას აპი­რებს.

AMBEBI.GE-ს ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გქონ­და კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რის მცდე­ლო­ბა. მომ­ღე­რა­ლი ჩვენს წე­რილს მოკ­ლე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე:

- დიახ, გა­ვა­კე­თებ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს. 12 წლის ვი­ყა­ვი მა­ი­კომ ეს სიმ­ღე­რა რომ და­მი­წე­რა და 5000 დო­ლა­რი გა­და­ვუ­ხა­დეთ ყვე­ლა­ფერ­ში, ტექ­სტი, სიმ­ღე­რა და არან­ჟი­რე­ბა. "იურ­მა­ლა" კი 17 წლის ასაკ­ში მო­ვი­გე. ამ სიმ­ღე­რა­ში ფული გა­და­ვი­ხა­დე და სხვა­თა­შო­რის თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ ძვი­რი. გაგრძელება