აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კენტუკის გუბერნატორის თქმით, შტატის ისტორიაში ეს ყველაზე დამანგრეველი ტორნადო იყო.

„მსგავსი მდგომარეობა აქამდე არ მინახავს და მიჭირს ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა“, - აღნიშნა გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე. სტიქიის გამო ჯო ბაიდენმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სთხოვდა გარემოს დაცვის სააგენტოს, შეესწავლა რა როლი შეიძლება შეასრულოს კლიმატის ცვლილებამ მსგავსი სტიქიური უბედურებების ხელშეწყობაში.

ტორნადო აშშ-ის სხვა შტატებსაც დაატყდა თავს. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"