"ახლა ავდგებოდი და ოპოზიციიდან ავარჩევდი ჯანდაცვის მენეჯმენტის მცოდნე კადრს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ?
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ახლა ავდგებოდი და ოპოზიციიდან ავარჩევდი ჯანდაცვის მენეჯმენტის მცოდნე კადრს და ჩავაცხრობდი მუდმივი აურზაურის ერთ მთავარ წყაროს. ძალიან კოხტა ამბავი იქნებოდა, კარგი მაგალითიც. მაინც ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას და ბარემ თანაბარ პირობებში ვაჩხუბოთ" - წერს ფანჯიკიძე