"ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა, 5000 დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში" - კაჭკაჭიშვილი ბუზალაძის კომენტარს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა, 5000 დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში" - კაჭკაჭიშვილი ბუზალაძის კომენტარს ეხმაურება

კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი რამედენიმე დღის წინ კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­ნ ღიად ისა­უბ­რა შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, მომ­ღე­რა­ლებ­სა და სიმ­ღე­რის ავ­ტო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ასე­ვე იმ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეც რაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მოყ­ვე­ბა ხოლ­მე. კერ­ძოდ, ამ­ბობ­და, რომ მომ­ღერ­ლებს "უჭირთ" იმ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, ვის­მა სიმ­ღე­რებ­მაც ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დათ.

"ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო "იურ­მა­ლა", აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი..." - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში კომ­პო­ზი­ტო­რი.

კაჭკაჭიშვილის სკანდალურ განცხადებას მოჰყვა ბუზალაძის კომენტარი:

"12 წლის ვი­ყა­ვი მა­ი­კომ ეს სიმ­ღე­რა რომ და­მი­წე­რა და 5000 დო­ლა­რი გა­და­ვუ­ხა­დეთ ყვე­ლა­ფერ­ში, ტექ­სტი, სიმ­ღე­რა და არან­ჟი­რე­ბა. "იურ­მა­ლა" კი 17 წლის ასაკ­ში მო­ვი­გე. ამ სიმ­ღე­რა­ში ფული გა­და­ვი­ხა­დე და სხვა­თა­შო­რის თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ ძვი­რი".

როგორც ჩანს, კომპოზიტორსა და მომღერალს შორის წარმოშობილი უთანხმოება ამით არ ამოიწურა და კაჭკაჭიშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მას არასადროს არ აუღია 5000 დოლარი არავისგან.

"5000 დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში, დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა. 5000 დოლარი ცხოვრებაში არასოდეს არავისგან არ ამიღია. ყველაზე დიდი ჰონორარი ასტუდიომ გადამიხადა 3000 დოლარი. ეს იყო ჩემი კარიერის მაქსიმუმი", - წერს კაჭკაჭიშვილი.