"ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სიხარულის მიზეზი არ ჰქონია" - რას აცხადებს პესკოვი? - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სიხარულის მიზეზი არ ჰქონია" - რას აცხადებს პესკოვი?

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სიხარულის მიზეზი არ ჰქონია.

პესკოვის თქმით, სიტუაცია ძალიან სერიოზულია და საჭიროებს მუდმივ ყურადღებას.

„განსაკუთრებული სიხარულის საფუძველი, რა თქმა უნდა არ ყოფილა. პრეზიდენტი ასრულებს თავის მოვალეობას. სიტუაცია ძალიან სერიოზულია და საჭიროებს მეთაურის მხრიდან მუდმივ ყურადღებას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს კიდეც“ , - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში 7 დეკემბერს შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის კრიზისი იყო.

"ინტერპრესნიუსი"