"მისი მიმართვიდან რამდენიმე ხანში აფხაზურ საზოგადოებას ტალღასავით გადაუარა განსხვავებულმა ემოციებმა" - როგორ ეხმაურებიან სოხუმში აფხაზი ბლოგერის ვიდეომიმართვას შერიგებაზე
ცნობილი აფხაზი ტიკტოკერი, რომელიც უკვე მერამდენე თვეა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შერიგებასა და ძმური თანაცხოვრებისკენ მოუწოდებს, ამჯერად წერს, რომ ორ თვეზე მეტია თბილისში იმყოფება, ყველამ იცის მისი აფხაზური წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში აგრესია არავისგან უგრძვნია, პირიქით...
"მშვიდობა მსოფლიოს... ორ თვეზე მეტია საქართველოში ვარ და მომინდა სიმართლე გითხრათ, რა ხდება სინამდვილეში - არ ვიცი, ამ სიმართლეს ვინ როგორ მიიღებს, ალბათ გამაკრიტიკებენ, მაგრამ ისეთებიც იქნებიან, ვინც ამას გაიგებს და მიიღებს... ამ ორი თვის განმავლობაში, არც ერთი ქართველისგან, მათ შორის არც ქალისგან, არ მიგრძვნია ნეგატივი, არც მათი, არც აფხაზეთის მისამართით. აქ ასევე, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აფხაზეთში საომრად წავიდეს. ეს ყველაფერი მოგონილია. პირიქით - მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ძმები ვართ. ერთი მთლიანი ვართ.
მთლიანობაში, ცუდ და ნეგატიურ აზრს არავინ გამოთქვამს. ასეთი რამ არ ხდება, ყველაფერი ტყუილი და მოგონილია. ამას საკუთარი თვალით ვხედავ. ამდენი ხანია საქართველოში ვიმყოფები და სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მეკითხებიან, საიდან ჩამოვედი, თამამად ვპასუხობ, აფხაზეთიდან, აფხაზი ვარ-მეთქი, მაგრამ არავის უსაყვედურია. პირიქით, მეუბნებიან, ჩვენი ძმა ხარო. ამიტომაც, იმედი მაქვს, ბევრი მომისმენს და გაიგებს, რატომაც ვამბობ ამას, ვიცი რაც ხდება და იმიტომ. მშვიდობა მსოფლიოს!.." - ამბობს აფხაზი ბიჭი თავის მიმართვაში. ის სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ძალიან პოპულარულია რა რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს.
მისი მიმართვიდან რამდენიმე ხანში აფხაზურ საზოგადოებას ტალღასავით გადაუარა განსხვავებულმა ემოციებმა. გააგრძელეთ კითხვა