საქართველოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი ძლიერი ქარი 13-15 დეკემბერს - კვირის პალიტრა

საქართველოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი ძლიერი ქარი 13-15 დეკემბერს

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.