"ჩვენი სახლი ტყვიამფ­რქვევებით სწორედ სააკაშვილის ბრძანებით დაიბომბა. დაისაჯოს გიორგი ბარამიძეც, რადგან პირადად ხელმძღვანელობდა­ სპეცოპერაციას" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სახლი ტყვიამფ­რქვევებით სწორედ სააკაშვილის ბრძანებით დაიბომბა. დაისაჯოს გიორგი ბარამიძეც, რადგან პირადად ხელმძღვანელობდა­ სპეცოპერაციას"

"ჩატარდა ცხედრების ექსჰუმაცია. დადგინდა, რომ ომეხი სადისტურად მოკლეს - ახლო მანძილიდან ჩაცხრილეს, შემდეგ ცხედარი გაძარცვეს, თითი მოაჭრეს და ისე წაგლიჯეს ბეჭედი, წაგლიჯეს ოქროს ჯაჭვიც. უკვე ხელბორკილდადებული ადამიანი დახვრიტეს, აწამეს და შემდეგ გაძარცვეს. ვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც მონაწილეო­ბდა ამ სადიზმში...“

საზოგადოებას ახსოვს 2004 წლის 24 მარტს, დილის 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელშიც შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომელი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, მათი სახლ-კარი კი გადაწვეს. სასწაულით გადაურჩა სიკვდილს აფრასიძეების ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი. ევგენის ორი ვაჟი, გოჩა და შმაგი აფრასიძეები იქვე დააკავეს - მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს. აფრასიძეების ოჯახს დაზარალებულის­ სტატუსი მიენიჭა, მაგრამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ჩვენი რესპონდენტი ლედი აფრასიძე­ 7 წლის იყო, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. ამბობს, რომ იმ უმძიმესი წუთების დავიწყებას ვერ ახერხებს. დღეს ეს გოგონა იურისტია და თავად იბრძვის ოჯახის უფლებების დასაცავად.

- ამ სადისტური სპეცოპერაციის საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი.­ მოვითხოვთ, დაისაჯონ ის ადამიანები,­ ვინც ბრძანება გასცა და ვინც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ თავიდან აქტიურად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა ცხედრების ექსჰუმაცია. დადგინდა, რომ ომეხი სადისტურად მოკლეს - ახლო მანძილიდან ჩაცხრილეს, შემდეგ ცხედარი გაძარცვეს, თითი მოაჭრეს და ისე წაგლიჯეს ბეჭედი, წაგლიჯეს ოქროს ჯაჭვიც.

2021 წელს გამოვიდა დადგენილება და დაზარალებულად ცნეს ჩვენი ბებია, დოდო აფრასიძე, როგორც ომეხის უფლებამონაცვლე. დაზარალებულად ცნეს ბიძაჩემი გოჩა აფრასიძეც, რომელიც დაჭრილი იყო, თუმცა ამ დრომდე ბრალი არავის აქვს წაყე­ნებული. ჩვენთვის ცნობილია, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, მაგრამ არა და არ დასრულდა ამ საქმის გამოძიება.

- კონკრეტულად ვის პასუხისმგებლობას ითხოვთ?

- პირველ რიგში, დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილი! მან საჯაროდ­ არაერთხელ აღიარა, რომ სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება­ თავად გასცა. ჩვენი სახლი ტყვიამფ­რქვევებით სწორედ მისი ბრძანებით დაიბომბა. დაისაჯოს გიორგი ბარამიძეც, რადგან პირადად ხელმძღვანელობდა­ სპეცოპერაციას. გასამართლდნენ ის პირებიც, ვინც ასრულებდა უკანონო ბრძანებებს. როგორც ვიცით, გამოძიებამ დაადგინა­ მათი ვინაობა, ვინც მოკლა­ ბიძაჩემი ომეხ აფრ­ასიძე, სპეცრაზმელებს ვგულისხმობ.­ უკვე ხელბორკილდადებული ადამიანი დახვრიტეს, აწამეს და შემდეგ გაძარცვეს. ვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც მონაწილეო­ბდა ამ სადიზმში. სააკაშვილისთვის არ არის საკმარისი ის ბრალდებები, რაც წარ­დ­გენილი აქვს, მას ბევრად მძიმე დანაშაუ­ლები აქვს ჩადენილი, მათ შორის, ჩვენი ოჯახის მიმართ. ის უნდა გასამ­ართლდეს! ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული,­ ვითხოვთ, დაჩქარდეს პროცესი და წარუდგინონ ბრალი. სააკაშვილის ბრალეულობაში ეჭვი არ გვეპარება, მან მრავალჯერ აღიარა და ამის კადრებიც არსებობს, სადაც პირდაპირ ამბობს, მე გავეცი ბრძანებაო. სწორედ მისი ბრძანებით დაგვესხნენ თავს ვერტმფრენებით.

- ლედი, ხომ ვერ გაიხსენებთ სპეცოპერაციის დღეს?

- მაშინ 7 წლის ვიყავი, მაგრამ იმდე­ნად მძიმე ემოცია იყო, ყველაფერი დეტალურად მახსოვს. შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის ამ დღის დავიწყება. გამთენიისას დაგვესხნენ თავს. შინ ვიყავით სრულიად უდანაშაულო ბავშვები და ამ დროს ლოგინში ვიწექით. ჩვენს ეზოში ორი სახლი იდგა, ერთში ბებია-ბაბუა ცხოვრობდა ჩემს ბიძებთან ერთად, მეორეში ჩვენ - მამაჩემი შმაგი, დედაჩემი და ოთხი მცირეწლოვანი­ ბავშვი. ბიძაჩემი ომეხი ძებნილი იყო და მისი დაჭერა ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან­ სვანეთში ყველგან თავისუფლად გადაადგილდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდნენ, იმ სახლში, სადაც ჩვენ ვიყავით, არავინ იყო ბავშვებისა და ჩემი მშობლების გარდა, მაინც დაგვიშინეს ტყვიები. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს სროლა. ბაბუაჩემი სპეცოპერაციის დაწყების პირველივე წუთს აივ­ანზე ხელებაწეული გამოვიდა, მაგრამ მაშინვე ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ჩემი 12 წლის ძმა იმ დროს ბებია-ბაბუასთან იყო. ვერტმფრენები რომ გამოჩნდა და პირდაპირ სროლა დაიწყეს, ჩვენ სახლში ვიყავით ჩაკეტილები. ბებია მაშინვე ჩვენსკენ გამოიქცა, რომ როგორმე ბავშვები გადავერჩინეთ. მახსოვს, ბავშვები ლოგინის ქვეშ შეგვყარა და იქ ვიმალებოდით. მამაჩემი რაღაც ნივთებს გვაფარებდა, საწოლის­ ირგვლივ რაღაცებს დებდა, რომ ტყვიებისგან დაცული ვყოფილიყავით. სწორედ ამან გადაგვარჩინა. არასოდეს დამავიწყდება ის წუთები, როცა გამოვ­ძვერით და ვნახეთ, რომ იმ ოთახში­ ყველაფერი­ დაცხრილული იყო. რომ არა ნივთები, რაც მამამ ჩამოგვაფარა, დავიხო­ცებოდით. სანამ სროლები არ შეწყდა, მამას იქაურობა არ დაუტოვებია, ცდილობდა გადავერჩინეთ. სროლა, ალბათ, 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ისროდნენ გაუჩერებლად...

saxli-1639337775.jpg

ამდენი წლის მერეც ყურში სულ ჩამესმის ეს ხმები. ყველაზე მძიმედ მახსენდება ის მომენტი, როდესაც სროლა შეწყდა და სახლიდან გავედით, დავინახეთ, რომ მეორე სახლი მთლიანად ცეცხ­ლის ალში იყო გახვეული და იწვოდა, იქ კი ჩვენი ოჯახის წევრები გვეგულებოდნენ. არასოდეს დამავიწყდება დედაჩემის განწირული კივილი, ეგონა იქ ჩემი 12 წლის ძმაც იწვოდა­ და დედა აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნას ცდილობდა... უმძიმესი წუთები იყო, ამის აღწერა შეუძლებელია, ამ ემოციების გადმოცემა წარმოუდგენელია. საბედნიეროდ, სანამ სახლს ცეცხლს წაუკიდებდნენ, რამდენიმე წამით ადრე ბიძაჩემს, გოჩა აფრასიძეს, იმ ტყვიების ზუზუნში მოუხერხებია ჩემი ძმის გაყვანა. მაშინ ბავშვსაც ესროლეს, ჩემს ძმას შარვალში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი... სასწაულით გადავურჩით სიკვდილს 12, 11, 9 და 7 წლის ბავშვები. ყველაზე პატარა მე ვიყავი.

- როგორც ვიცი, დედას სტრესის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

- ამ დღის შემდეგ დედას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და დღემდე მკურნალობს, დღემდე წამლებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება რეაბილიტაციას, სახელმწიფოს მხრიდან არაფერი გაკეთებულა. მეტიც, სპეცოპერაციის შემდეგაც მუდმივად გვემუქრებოდნენ. როცა ადვოკატი აფიქსირებდა პოზიციას იმ არარსებულ დანა­შაულებზე, რომლებსაც მამაჩემსა და ჩემს ბიძებს აბრალებდნენ, იყო მუქარები - ბებიას ემუქრებოდნენ, თუ არ გინდათ, ის შვილებიც დაკარგოთ, რომლებიც ახლა ციხეში არიან, შეეშვით ამ ამბავსო. ყველამ იცოდა, რომ დანაშაულში გარეული არ ყოფილან არც მამაჩემი და არც გოჩა, მაგრამ ციხეში­ მაინც გამოამწყვდიეს, მეორე ბიძა და ბაბუა მოგვიკლეს. ბავშვები დავრჩით უსახლკაროდ ავადმყოფ დედასთან და ბებიასთან ერთად, თავშესაფარი არ გვქონდა­ და წალკაში შეგვიფარეს ნათესავებმა. წლების განმავლობაში მათთან ვცხოვრობდით. ჩვენი ორივე სახლი ამდენი წლის მერეც ისევ განადგურებული და დამწვარი დგას. დღემდე ჩვენს ოჯახს არც კომპენსაცია მიუღია და არც არავინ დასჯილა.

- თქვენს სოფელში ჩადიხართ ხოლმე?

- ხშირად ჩავდივართ, რადგან საფლავზე გავდივართ. დღემდე მიჭირს ჩვენი გადამწვარი სახლის დანახვა, რადგან ეს უმძიმეს დღეებს მახსენებს. მძიმე მოგონება მაშინვე ცოცხლდება, მახსენდება ყველა ტკივილი, რაც მაშინ გადავიტანეთ. მას მერეც მუდმივად ტერორის ქვეშ ვიყავით, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობდა ჩემი ოჯახისთვის დაებრალებინა დანაშაულები, მათ შორის კახა კალაძის ძმის გატაცების საქმეც, რომელიც საბედნიეროდ გამოიძიეს და გაირკვა, რომ ჩვენს ოჯახს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ბარამიძე დღემდე ცდილობს ჩემი ოჯახის წევრებს არარსებული დანაშაული დააბრალოს, ამით ცდილობენ გაამართლონ ის სასტიკი სპეცოპერაცია, რაც მაშინ ჩაატარეს.

- ციხეში მყოფ მამას ნახულობდით?

- გოჩას და შმაგის ციხეში ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. გოჩას თვალის ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი, რაც არ გაუკეთეს და ამის გამო ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. თვეში ერთხელ გვქონდა პაემნები, ისიც ერთი საათით. შეზღუდული იყო, რომ ყველა შვილი ერთად შევსულიყავით და გვენახა მამა, ამიტომ მონაცვლეობით ვნახულობდით. 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გამოვიდნენ ციხიდან. იხსენებენ იმ ჯოჯოხეთურ წლებს - მუდმივად იმის შიშით, რომ მათთან ვიღაც არ შესულიყო და არ მოეკლა, მორიგეობით ეძინათ. ერთს რომ ეძინა, მეორე დარაჯობდა. ასე გაატარეს ეს უმძიმესი წლები...

- იურისტის პროფესიის არჩევაში ამ ტრაგედიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი?

- დიახ, მინდოდა როგორმე სამართლიანობისთვის მიმეღწია, ეს მამოძრავებდა სულ. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ოჯახის სიმართლის დასამტკიცებლად!

- ომეხ აფრასიძეს ცნობილ კრიმინალად მოიხსენიებენ... როგორ გახსოვთ ბიძა?

- ომეხი ძალიან მოსიყვარულე ბიძა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძებნილი იყო, მთელ სვანეთში თავისუფლად გადაადგილდებოდა და მისი დაკავება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ და დაეშინებინათ ყველა. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია! დღესაც არ ვიცი, რამ გაგვაძლებინა. ჩემი 12 და 11 წლის ძმები ამ საშინელების პირისპირ აღმოჩნდნენ, პატარა ბიჭებმა საკუთარ თავზე აიღეს ჩვენი ყველას გადარჩენა და ფიზიკური შრომით იმდენი შეძლეს, რომ დღემდე მოვსულიყავით. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გვეცხოვრა... არც ბებოსთვის­ იყო ადვილი ამ ყველაფრის გადატანა - ქმარ-შვილი მოუკლეს, ორი შვილი დაუპატიმრეს, 4 მცირეწლოვანი შვილიშვილი დავრჩით, ასევე პატრონობდა დედაჩემს, რომელიც ყოველდღე კლინიკაში იყო წასაყვანი და მუდმივად მეთვალყურეობა სჭირდებოდა. დაახლოებით 70 ჭრილობა ჰქონდა ომეხს და დღეს სააკაშვილი ამბობს, რომ ის უდანაშაულოა... ამის მოსმენა ჩვენთვის აუტანელია. ვითხოვთ, დროზე გამოიძიონ საქმე და დაისაჯონ მთავარი ფიგურანტები - სააკაშვილი და ბარამიძე. ვფიქრობ, საქმეში ბევრი ხელჩასაჭიდი მტკიცებულებაა და დროა, ბრალი წარუდგინონ. ისეთი­ განცდა მაქვს, თითქოს ვიღაც განგებ აჭიანურებს ამ პროცესს, რადგან პროკურატურასა და სხვა უწყებებშიც არიან ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის დროს უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ საქმეებში.