ბალტიის ზღვაში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია - კვირის პალიტრა

ბალტიის ზღვაში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმსა და შვედეთის ქალაქ ისტადს შორის ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დანიის თავდაცვის ოპერაციების ერთობლივ ცენტრში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ერთი გემი რეგისტრირებულია დანიაში, მეორე კი - ბრიტანულია.

დანიური გემის ბორტზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ამობრუნდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა უცნობია.

ინციდენტი შვედეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა და დანია შვედეთის ხელისუფლებას სამაშველო ოპერაციაში დახმარებას უწევს.