"შემთხვევით შემხვდა, ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით..." - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე? - კვირის პალიტრა

"შემთხვევით შემხვდა, ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით..." - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე?

ჟურ­ნალ OK-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მა­ი­კო წე­რე­თე­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ სუ­რათს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფოს რიგ­ში შეხ­ვდა...

"აი, სულ რომ მეს­მის, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი­ვით იქ­ცე­ვი­ან და ცხოვ­რო­ბე­ნო, სულ რომ მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასე იყოს და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი "ჯი­პე­ბი" "ბას­ლა­ი­ნე­ბი­დან“ არ მეკ­ვე­ტე­ბოდ­ნენს სა­ცობ­ში გა­წა­მე­ბულს, მაგ სე­რი­ი­და­ნაა ეს ამ­ბა­ვი.

დი­ლით დე­და­ჩე­მის რენტგე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად ვი­ყა­ვი და შემ­ხვდა შემ­თხვე­ვით, ექი­მის რიგ­ში იდგა რი­გის ნომ­რით...

ჰოდა, ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ავ­ტო­ბუ­სით გა­სე­ირ­ნე­ბა რომ არაა, ყვე­ლა ხვდე­ბა და იმე­დია, იმა­საც ხვდე­ბა ყვე­ლა, რომ უკი­დე­გა­ნო სა­ნაც­ნო­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბა რი­გი­დან თა­ვის აცი­ლე­ბის მიზ­ნით იოლი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მერე რა, რომ მის სელ­ფებს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა აქვს და ჩემ­სას ცოტა, ერ­თნა­ი­რად ვი­ცავ­დით რიგს...“ - წერს წე­რე­თე­ლი.