პატარძეულის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა იაკობ ავალიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

პატარძეულის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა იაკობ ავალიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

სა­გა­რე­ჯო­სა და ნი­ნოწ­მინ­დის ეპარ­ქი­ის ღმრთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუ­მე­ნი ია­კო­ბი (ავა­ლიშ­ვი­ლი) კო­რო­ნა­ვი­უ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ცე­მა "მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო სი­ახ­ლე­ნი" ავ­რცე­ლებს.

მამა ია­კო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სამ­ძი­მარს გა­მოთ­ქვამს "სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნიც“

"გარ­და­იც­ვა­ლა ნი­ნოწ­მინ­დი­სა და სა­გა­რე­ჯოს ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, პა­ტარ­ძე­უ­ლის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუ­მე­ნი ია­კო­ბი (ავა­ლიშ­ვი­ლი).

მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ იღუ­მენ ია­კო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თა­ნა­ვუგ­რძნობთ გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მო­ნას­ტრის წევ­რებ­სა და სამ­წყსოს. უფალ­მა სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს მისი უკ­ვდა­ვი სული. გთხოვთ, ლოც­ვებ­ში მო­იხ­სე­ნი­ოთ ახ­ლად შეს­ვე­ნე­ბუ­ლი იღუ­მე­ნი ია­კო­ბი…“ - ვკი­თხუ­ლობთ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პან­დე­მი­ას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში, არა­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ემსხვერ­პლა.