"ყოფილმა მოსწავლემ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა მართლმადიდებლურ გიმნაზიაში" - რა მოხდა რუსეთში? - კვირის პალიტრა

"ყოფილმა მოსწავლემ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა მართლმადიდებლურ გიმნაზიაში" - რა მოხდა რუსეთში?

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სერპუხოვის მონასტერთან მდებარე მართლმადიდებლურ გიმნაზიაში ყოფილმა მოსწავლემ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირი მიღებული ჭრილობების შედეგად სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ათამდე პირი, მათ შორის გიმნაზიის მოსწავლეები. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ყოფილ სტუდენტსა და გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის კონფლიქტს უკავშირდება.