ტრაგედია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ შემთხვევით დაჭრა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტრაგედია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ შემთხვევით დაჭრა, გარდაიცვალა

12 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც ძმამ პნევ­მა­ტუ­რი (კის­ტის) თო­ფით შემ­თხვე­ვით დაჭ­რა, გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 1-ლ ნო­ემ­ბერს, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და. 12 წლის გო­გო­ნა13 წლის ძმამ პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან შემ­თხვე­ვი­თი გას­რო­ლით, თა­ვის არე­ში დაჭ­რა. არას­რულ­წლო­ვა­ნი, თავ­და­პირ­ვე­ლად, გურ­ჯა­ან­ში, “ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის” კლი­ნი­კა­ში სამ­ქუ­ლი­ა­ნი კო­მით შე­იყ­ვა­ნეს, 2 სა­ა­თის შემ­დეგ კი, მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გამო, კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ მო­ზარ­დი თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნა იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

წყარო