ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
2021 წლის 15 დეკემბერს, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ნატო-ს გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.
"ინტერპრესნიუსი: