უკრაინა რუსეთს საინფორმაციო ომის წარმოებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთს საინფორმაციო ომის წარმოებაში ადანაშაულებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის უშიშროების სამსახურს საინფორმაციო ომის წარმოებაში ადანაშაულებს.საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მათ უკრაინელი ნეონაცისტური ახალგაზრდული ჯგუფის 106 მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც თავდასხმებსა და მასობრივ მკვლელობებს გეგმავდნენ.

"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ამჟამინდელი განცხადებები არის კოორდინირებული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი, რომელიც უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ჰიბრიდული ომის პრიზმაში,“- აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ბოლო დროს განსაკუთრებით დაძაბულია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ მსგავსი გეგმა არ აქვთ.