გავლენიანი ცოლი და კავშირები ზელენსკისთან - ვინ არის ალექსანდრე გოგილაშვილი, რომელიც უკრაინის შს მინისტრის მოადგილეობიდან სკანდალით გაუშვეს? - კვირის პალიტრა

გავლენიანი ცოლი და კავშირები ზელენსკისთან - ვინ არის ალექსანდრე გოგილაშვილი, რომელიც უკრაინის შს მინისტრის მოადგილეობიდან სკანდალით გაუშვეს?

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნულ და რუ­სულ მა­ს­მე­დი­ა­ში ძა­ლი­ან გახ­მა­ურ­და სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის აწ უკვე ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლეს, ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ალექ­სან­დრე გო­გი­ლაშ­ვილს შე­ე­ხე­ბა.

ის­ტო­რია ასე­თია:

ორი დღის წინ, დო­ნეც­კის ოლ­ქის შე­სას­ვლელ­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში, ალექ­სან­დრე გო­გი­ლაშ­ვილ­მა ნამ­დვი­ლი სკან­და­ლი მო­ა­წყო იმის გამო, რომ სა­გუ­შა­გო­ზე მყოფ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ვერ იც­ნეს, მისი მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს და დო­კუ­მენ­ტე­ბი მოს­თხო­ვეს. უკვე ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა იუ­კად­რი­სა - რო­გორ თუ სა­ბუ­თებს მთხოვთ, რა­ტომ არ მიც­ნობ­თო და პო­ლი­ცი­ე­ლებს უწ­მა­წუ­რი, უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა, შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს "ლოც­ვა-კურ­თხე­ვით“ მი­მარ­თა და საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყო. ამ ყვე­ლაფ­რის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ელექტრო­ნულ მა­ს­მე­დი­ა­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლო­ვა­ნი ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ექსმო­ად­გი­ლის თავს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გი­კო­მე­დი­უ­რი ინ­ცი­დენ­ტი ქარ­თულ მა­ს­მე­დი­ა­შიც აქ­ტი­უ­რად გა­შუქ­და.

ამ­ჯე­რად ალექ­სან­დრე გო­გი­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტზე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. სკან­და­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი­საც მო­ახ­სე­ნეს, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მისი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­თხო­ვა, რაც დღეს შეს­რულ­და კი­დეც.

"პრე­ზი­დენ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და“ - ეს სი­ტყვე­ბი ტყუ­ი­ლად არ ვახ­სე­ნეთ. საქ­მე იმა­შია, რომ ალექ­სან­დრე გო­გი­ლაშ­ვი­ლი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის­თან ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იგი უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პი­რა­დი გა­რე­მოც­ვის წევ­რია და მის კად­რად მი­იჩ­ნე­ვა.

1973 წლის 26 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გო­გი­ლაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, 2019 წელს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მოხ­ვდა. იმ­ჟა­მად იგი არ­სენ ავა­კო­ვის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს და ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის სა­კი­თხე­ბის კუ­რი­რე­ბა ჩა­ა­ბა­რეს. თუმ­ცა, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გო­გი­ლაშ­ვილს, ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას ამ სფე­რო­ში არც ცოდ­ნა და არც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰოქნდა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც კი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მი­ი­ღო - 2019-2020 წლებ­ში, "ლვო­ვის ბიზ­ნე­სი­სა და სა­მარ­თლის კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დიპ­ლო­მი მან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით აიღო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ო­ბამ­დე ალექ­სან­დრ გო­გი­ლაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და დო­ნის როს­ტოვ­ში სა­ბავ­შო ბა­ღის აღ­მზრდე­ლად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ცენ­ტრში..." საკ­ვირ­ვე­ლია, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ასეთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე...

2021 წლი­დან ალექ­სან­დრე გო­გი­ლაშ­ვილს, არ­სენ ავა­კო­ვის ნაც­ვლად, ახალ უფ­რო­სად დე­ნის მო­ნას­ტირსკი და­უ­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მო­ად­გი­ლის მი­მართ საკ­მა­ოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო. გააგრძელეთ კითხვა