სპეცოპერაციის ფარგლებში, სამგორში, სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
თბილისში, სამგორის რაიონში, სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული დაკავება თბილისის რამდენიმე უბანში მიმდინარე სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.