"სადაც სააკაშვილია, იქ სიურპრიზებს ყოველთვის უნდა მოველოდეთ"
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.
- ბატონო იაგო, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია და არა სახელმწიფოს მართვის.
მიუხედავად ამისა, ფორმალურად არჩევნებს თითქმის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ადრე, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა ცვლილებების აუცილებლობა. ამაზე მიუთითებს ის ვითარება, რომელიც რიგ მუნიციპალიტეტებში და დიდი ქალაქების საკრებულოებშია.
როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ?
- ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაძაბული და ქაოსური გახდა - ხელისუფლება ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ თავი გადაირჩინოს და ოპონენტების დემონიზაცია მოახდინოს, ხოლო ოპოზიციას თითქოს საჭე მოეშალა და ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით აწყდება.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი „ბოლო ამოსუნთქვა“ იყო ოპოზიციისთვის, რისთვისაც მან ყველა რესურსი გაიღო და რადგან ამ ამოსუნთქვას ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია, ახლა დიდ შესვენებაზეა ნაძალადევად გასული.
"ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაძაბული და ქაოსური გახდა - ხელისუფლება ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ თავი გადაირჩინოს და ოპონენტების დემონიზაცია მოახდინოს, ხოლო ოპოზიციას თითქოს საჭე მოეშალა და ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით აწყდებაოპოზიციის რესურსების ამოწურვას უთუოდ შეუწყო ხელი სააკაშვილის ჩამოსვლამ და, განსაკუთრებით, მისმა შიმშილობამ. სრულიად ოპოზიციური ძალისხმევა ბოლოს იმაზე კონცენტრირდა, რომ გადაეყვანათ მოშიმშილე სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში და როგორც კი ეს მოხდა, ოპოზიციამ თითქოს მისია დაკარგა და ორიენტირი დაკარგა.
საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს, რადგან პოლიტიკურმა აქტორებმა „დაივიწყეს“ფუნქცია, რომ იზრუნონ მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება კარგა ხანია რთულია და იგი ასეთივედ რჩება.
მეტიც, ილუზიაა იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ მკვეთრად გააუარესა პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რადგან ქვეყანაში კარგა ხანია პრინციპში არაფერი იცვლება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ განგრძობით კრიზისში ცხოვრებას. თქვენი დაკვირვებით ჩვენი ამ განგრძობადი კრიზისის მიზეზი სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს?
- ჩემი აზრით, განგრძობადი კრიზისის მიზეზი ჩაბეტონებული ე.წ. ორპოლუსიანობაა, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ენერგია იხარჯება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთგაშავებასა და შეუთავსებლობის დემონსტრირებაზე და ძირითადი ყურადღების მიღმა რჩება მოსახლეობისთვის მტკივნეული, საბაზისო პრობლემების მოგვარება. ჩვენც, ამომრჩევლები, განზრახულად თუ განუზრახველად, ამ უპერსპექტივო ორთაბრძოლაში ვართ გარეულები და გაჭედილებიც.
"განგრძობადი კრიზისის მიზეზი ჩაბეტონებული ე.წ. ორპოლუსიანობაა, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ენერგია იხარჯება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთგაშავებასა და შეუთავსებლობის დემონსტრირებაზე და ძირითადი ყურადღების მიღმა რჩება მოსახლეობისთვის მტკივნეული, საბაზისო პრობლემების მოგვარება. ჩვენც, ამომრჩევლები, განზრახულად თუ განუზრახველად, ამ უპერსპექტივო ორთაბრძოლაში ვართ გარეულები და გაჭედილებიცთითქოს შეიქმნა ე.წ. ალტერნატიული პოლიტიკური ნიშა, ამომრჩეველთა დაახლოებით 20-25%-იანი დაფარვით. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთ ალტერნატივებს არ ხელეწიფება დამოუკიდებელი დღის წესრიგისა და პოლიტიკაში სტაბილური ფონის შექმნა.
ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, საკუთარი „სინედლის“ და მასობრივი მხარდაჭერის არქონის გამო, ხშირად იძულებულნი ხდებიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე შეაბიჯონ და შემდეგ ამ ორბიტასთან დისტანცირებისთვის იბრძოლონ.
"ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, საკუთარი „სინედლის“ და მასობრივი მხარდაჭერის არქონის გამო, ხშირად იძულებულნი ხდებიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე შეაბიჯონ და შემდეგ ამ ორბიტასთან დისტანცირებისთვის იბრძოლონთუ დავაკვირდებით, უკვე წლებია, პოლიტიკური სპექტრი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აქცენტს აკეთებს მოქალაქეების ნეგატიურ მობილიზაციაზე, როდესაც ბიძინას, მიშას ან ვინმე სხვის სიცუდეზე ხდება აპელირება და ამომრჩეველს აღარ აქვს პოზიტიურ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკაზე „დამაგრების“ შესაძლებლობა - „მე ხმა იმიტომ უნდა მომცე, რომ სხვა არ ვარგა“.
ასეთი ტაქტიკა ნიჰილისტურ განწყობებსაც აძლიერებს, როდესაც მოქალაქეთა ნაწილი ნდობას კარგავს პოლიტიკური კლასის მიმართ და თავის „ნაჭუჭში“ იკეტება, ან ქვეყანას ტოვებს.
ფაქტია, რომ ქვეყანაში დოვლათის, როგორც მატერიალური, ისე სულიერი, შექმნაში არ არის ჩაბმული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაუსაქმებელთა ჯგუფი იზრდება და, შესაბამისად, იზრდება სოციალური აქტიურობისგან გაუცხოებულ მოქალაქეთა რაოდენობაც.
- საზოგადოების გარკვეულ წრეებში პოლარიზაცია რომ არსებობს, ფაქტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხი მზადაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ, ბარიკადებზე დგომის სურვილს ბევრი არ ავლენს.
სულ ცოტა ხნის წინ ბევრი წუხილს გამოთქვამდა რომ საზოგადოებაში დიდი იყო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა. პოლარიზაციის გამო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა კვლავ არსებობს?
- სამოქალაქო დაპირისპირება მარტო იარაღით დაპირისპირებას არ ნიშნავს, ვერბალური და ფსიქოლოგიური დაპირისპირებაც არსებობს, რომელიც არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე ფიზიკური ომი.
სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი განსხვავებულების მიმართ ზიზღითა და მიუღებლობით საზრდოობს. ამის სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს - 5 მაისის მოვლენები, სოციალურ ქსელებში, მედიაში უხვად გამოყენებული სიძულვილის ენა და სხვ. შეიხედეთ რეზო ამაშუკელის ფეისბუქ გვერდზე, ეს ადამიანი, რომელიც ცნობილი პოეტია, თითქმის ყოველ თვე დებს ვიდეო მიმართვებს, რომლებიც „გატენილია“ ზიზღითა და შეურაცხყოფით. და ამ ვიდეოებს ასობით მომწონებელი ჰყავს.
მოქალაქეებმა დავკარგეთ ჩვენგან განსხვავებულებთან თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების უნარ-ჩვევები და მზად ვართ, ავიტანოთ მხოლოდ ისინი, ვინც შენიანია და ჩვენს გემოვნებაში ჯდება.
ადამიანების დიდი ნაწილი დღევანდელ საზოგადოებაში მზად არის, გაუსწორდეს ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება და არანაირ მზაობას არ ამჟღავნებს კომპრომისისთვის. არადა, კომპრომისების გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა უნაყოფოა და არაფრის მომტანი.
- ახლა აქტუალურად განიხილება საყოველთაო შერიგების თემა. ამ თემაზე ჯერ ციხის საკნიდან, ხოლო შემდეგ გორის ჰოსპიტლიდან დაიწყო საუბარი მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ხელისუფლებამ მისი ეს ინიციატივა „ციხიდან თავის დაძვრენის“ მცდელობად შეაფასა.
სულ ცოტა ხნის წინ შერიგების ინიციატივა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა. ფაქტია, რომ შერიგების სურვილი არც პოლიტიკურ სპექტრში შეიმჩნევა და არც საზოგადოებაში.
ზურაბიშვილის ინიციატივაზე მმართველი გუნდის რეაქცია ასეთი იყო, ყველას შეურიგდებით „ნაციონალების“ გარდა. არადა, სააკაშვილის მხარდამჭერები რომ 540 ათასზე მეტნი არიან, ფაქტია.
ვითარებაში, როცა დაპირისპირებული მხარეები შერიგების პროცესზე ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, გაუგებარია ვინ ვის უნდა შეურიგდეს, ვინ შეიძლება იყოს შერიგების გარანტორი, ასეთ ფონზე რამდენად რეალისტურად გამოიყურება შერიგების იდეა?
- ნაკლებად მომწონს ტერმინი „შერიგება“, რადგან ის უფრო დაშორებული მეგობრების ან მეუღლეების ერთად ხელახლა შეყრას, ანუ მეგობრობის ან სიყვარულის „აღდგენას“ გულისხმობს. განაგრძეთ კითხვა