"ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები"

"ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ძალიან ხელოვნურად დაჩქარდა, ე.წ სასამართლო პროცესები - მგონი უკვე „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა", - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, ხოშტარიას თქმით, პოლიტიკური ლიდერების და მედიის დევნის ფონზე, ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა შეუთავსებელია.

„ვხედავთ, რომ ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ძალიან ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები. მგონი უკვე „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა. ეს ყველაფერი კი ხდება იმ განცხადებების ფონზე, რომ თითქოს პოლარიზაციის დაძლევა არის ამოცანა, რა თქმა უნდა, ეს ორი ერთად შეუთავსებელია. მე აბსოლუტურად ღია ვარ, დავჯდე ამ თემაზე სასაუბროდ თუმცა არ ვაპირებთ, რომ თავი მოვიტყუოთ, შევეგუოთ პოლიტიკურ დაჭერებს და ამან შეანელოს რაიმე სახით ბრძოლა, ამ ადამიანების უფლებებისთვის. დღესაც ამიტომ ვარ სასამართლოზე. დღეს ოპოზიციაში კონსულტაციები გვექნება სწორედ ამ თემაზე. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამასთან გაჩერებას და შეგუებას“, - განაცხადა ხოშტარიამ. ამასთან, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება იყოს გამოსავალი. „არ ვიცი რამდენად გამოსავალია მულტიფუნქციური კლინიკა, მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტალურად არის დასაფიქრებელი, როგორ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მას ტრავმის შემდეგ აქვს კონკრეტული გართულებები, ანუ უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი ცუდ ხასიათზეა კი არ არის საუბარი, მას აქვს ნევროლოგიური დაზიანებები, რომელსაც სჭირდება გარკვეულ პირობებში აღდგენა. ეს არის სახელმწიფოს მოქმედებების შედეგად დამდგარი ჯანმრთელობის ზიანი და ეს არის კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი, ამიტომ არ ვიცი, არ მქონია ამ საკითხზე კონსულტაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოსავალი. საზღვარგარეთ რეალური რეაბილიტაციის საშუალება ნამდვილად იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.