"მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული სტრესი, რაც ექიმებმაც დაადასტურეს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული სტრესი, რაც ექიმებმაც დაადასტურეს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული სტრესი, რაც ექიმებმაც დაადასტურეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი რეაბილიტაცია კვლავ მოითხოვს შესაბამის პირობებს.

"ჩემი დაკვირვებაა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ და ეს ექიმებმაც დაადასტურეს, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული სტრესი. ის იყო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და მისი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური რეაბილიტაცია კვლავ მოითხოვს შესაბამის პირობებს და დამოკიდებულებას ექიმების მხრიდან",-განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ხისტი და აგრესიული პოზიციისა, მათ მოუწევთ, რეალობას თვალი გაუსწორონ.