"არ მაქვს საფუძველი ოპტიმიზმისა, ვიფიქრო, რომ საყოველთაო შერიგების პროცესი სიმულაციად და დეკორაციად არ გადაიქცევა"
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ საყოველთაო შერიგების პროცესი სიმულაციად და დეკორაციად არ გადაიქცევა.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯის გადადგმის სურვილს ვერ ხედავს.
„ვისაც ახლა ძალაუფლება აქვთ, მათი მხრიდან რაიმე სახის ნაბიჯის გადადგმის სურვილს ვერ ვხედავ. არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს პროცესი სიმულაციად და დეკორაციად არ გადაიქცევა. არავის არ ვესხმი თავს, თუმცა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ვიხილავთ ამას მალე. ოღონდ ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში არანაირ საფუძველს არ გვაძლევს იმისას, რომ ასე ვიფიქროთ. პირიქით - ეს ვითარება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის სასურველი ვითარებაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.