"ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო და იძულებული იყო ნაწილი გადაეყარა, ნაწილი უკან გაეტანა ექთანს"
"ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო და იძულებული იყო ნაწილი გადაეყარა, ნაწილი უკან გაეტანა ექთანს", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განწყობის თვალსაზრისით უკეთესად არის, თუმცა ფიზიკურად არის სუსტად.
„რაც შეეხება კვებას, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით მასთან და ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მან ვერ მიიღო და იძულებული იყო ნაწილი გადაეყარა, ნაწილი უკან გაეტანა ექთანს. არ ვიცი ამის მკურნალობა როგორ ხდება, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით ჯერაც პრობლემები აქვს", - განაცხადა თუთბერიძემ.