სოფო ნიჟარაძე ელის მარიას ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

სოფო ნიჟარაძე ელის მარიას ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

უკვე ორი თვეა რაც სოფო ნი­ჟა­რა­ძე პა­ტა­რა ელის მა­რი­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რალ­მა შტა­ტებ­ში იმ­შო­ბი­ა­რა და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს იქ ცხოვ­რობ­და.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე უკვე ჩა­ერ­თო ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნე­სურ ცხოვ­რე­ბა­ში. ცოტა ხნის წინ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ერთ-ერთი არ­ხის სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა­ში მღე­რის.

მომ­ღე­რალს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე აქამ­დე არ­ცერთ გა­და­ცე­მა­ში არ უსა­უბ­რია. ელის მა­რი­ას ფო­ტოს კი მხო­ლოდ ზურ­გი­დან აქ­ვეყ­ნებს ან ბავ­შვს სახე გუ­ლის "სტი­კე­რით“ აქვს ხოლ­მე და­ფა­რუ­ლი.

"ჯერ კი­დევ არ სძი­ნავს“ - ამ ტექ­სტით გა­მო­აქ­ვეყ­ნა შვი­ლის ფოტო მომ­ღე­რალ­მა. სუ­რათ­ზე ჩანს, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი შეჰ­ყუ­რებს ელის მა­რია სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თულ ნაძ­ვის ხეს.