"ტკივილისგან გონება გათიშვია...გაირკვა, რომ მძღოლი მძიმე ავადმყოფია" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავარიაზე ხატია ჯანაშია? - კვირის პალიტრა

"ტკივილისგან გონება გათიშვია...გაირკვა, რომ მძღოლი მძიმე ავადმყოფია" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავარიაზე ხატია ჯანაშია?

ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ველ­მა ვი­დე­ო­კად­რებ­მა დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა. ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ვარ­და. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია აფ­თი­ა­ქის მინა და ინ­ვენ­ტა­რი.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არტ-უნი­ვერ­სა­ლის დი­რექ­ტო­რი ხა­ტია ჯა­ნა­შია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"დღეს დი­ლი­დან სოცქსელ­ზე ის­ტე­რი­უ­ლად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­გორ შე­ვარ­და ჯიპი "ჯი­პი­სი" აფ­თი­აქ­ში...ზოგი ღლი­ცი­ნებს, ზო­გიც ლან­ძღავს მან­ქა­ნის მძღოლს და ზო­გიც გა­მო­ხა­ტავს ამ ადა­მი­ა­ნი­სად­მი სიბ­რა­ლულს.

გა­ირ­კვა რომ მძღოლს, რო­მე­ლიც მან­ქა­ნით შე­ვარ­და აფ­თი­აქ­ში მძი­მე ავად­მყო­ფია, სა­ჭის მარ­თვი­სას და­წყე­ბია თა­ვის აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, აფ­თი­აქთან მან­ქა­ნა რომ უნდა მი­ე­პარ­კინ­გე­ბი­ნა, მაგ დროს ტკი­ვი­ლის­გან გო­ნე­ბა გა­ე­თი­შა და უნებ­ლი­ედ და­აწ­ვა გაზს, რა დრო­საც მან­ქა­ნა სა­პარ­კინ­გო­დან ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ვი­და და შე­ას­კდა აფ­თი­ა­ქის ვიტ­რი­ნას.

მად­ლო­ბა უფალს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.სა­ნამ ვინ­მე­ზე ღლი­ცინს ან ლან­ძღვას და­ი­წყებ­დეთ ხომ უნდა გა­ერ­კვეთ რა მოხ­და?! რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნი მსგავ­სი ფაქ­ტის­გან და­ზღვე­უ­ლი ხართ?! თუ ად­ვი­ლია ადა­მი­ა­ნის გა­დავ­ლა?!

1992 წელს მა­მამ მო­მიყ­ვა­ნა სკო­ლი­დან, ჩემი სახ­ლის წინ ქუ­ჩას რომ ვკვეთ­დი მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა, მა­შინ 11 წლის ვი­ყა­ვი, მან­ქა­ნამ გა­და­მი­ა­რა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩე­მის თვალ­წინ მოხ­და... რო­გორ ფიქ­რობთ, მძღოლს უნ­დო­და დამ­ჯა­ხე­ბო­და?!თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ არა!!!

თქვენ­გან, მოღ­ლი­ცი­ნე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე 11 წლის ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ძახ­დი ჩემი ბრა­ლია და მძღოლს არა­ფე­რი და­უ­შა­ოთთ­ქო, ცალ­კე მა­მა­ჩე­მი იგე­რი­ებ­და იმ სე­ი­რის მა­ყუ­რე­ბელთ, რომ­ლე­ბიც უჩი­ჩი­ნებ­დნენ სახ­ლი და­უწ­ვი და ცი­ხე­ში ჩა­ალ­პეო, მაგ­რამ მა­მამ ყვე­ლა მოს­ვა და იმ ადა­მი­ანს არა­თუ რამე და­უ­შა­ვა, პი­რი­ქით გა­აფრ­თხი­ლა, ფხიზ­ლად იყა­ვი, ეს ამ­ბა­ვი ვინ­მემ არ გა­მო­ი­ყე­ნოს და ჩემი სა­ხე­ლით რამე არ და­გი­შა­ო­სო, მე შენს გვერ­დით ვარო!!!

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ელო­და, მე გა­დავ­რჩი!!! აზ­რზე მო­დით და სა­ნამ ვინ­მე­ზე მა­გარ მძღო­ლად ჩათ­ვლით თავს და სა­ნამ გა­ლან­ძღავთ და­ფიქ­რდით, რად­გან არაფ­რის­გან ხართ და­ზღვე­უ­ლი და ამ ადა­მი­ა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა თქვენს შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლიც მოჰ­ყვეს!!!ეშ­მაკს არ სძი­ნავს და გონს მო­ე­გეთ!!!" - წერს ჯა­ნა­შია.