აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია: "ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შეთანხმებები განსაზღვრავს" - კვირის პალიტრა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია: "ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შეთანხმებები განსაზღვრავს"

ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება. ვადასტურებთ წინა სამიტებზე და ორმხრივ შეთანხმებებში აღებულ ვალდებულებებს. ამ გზაზე, პროგრესისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ პირობად რჩება ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და გაძლიერებული თანამშრომლობა, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარციაშია აღნიშნული.

დეკლარაციის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით

„შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მტკიცე ერთგულება ჩვენი სტრატეგიული, ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ, რომელიც მტკიცედ ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს და საერთო საკუთრებას, პასუხისმგებლობას, ინკლუზიურობას, დიფერენციაციასა და ურთიერთ ანგარიშვალდებულებას. როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სპეციფიკური განზომილება, ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების დაახლოების საშუალებას იძლევა. ის ცდილობს ხელი შეუწყოს სტაბილურობას, კეთილდღეობას და ორმხრივ თანამშრომლობას და განახორციელოს ჩვენი ვალდებულება აუცილებელი რეფორმებისადმი და გადაჭრას გლობალური და რეგიონალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ჩვენი ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ.

ჩვენ გვაკავშირებს ერთობლივი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, მათ შორის იმ პირების უფლებების, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვა რჩება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედად.

ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება.

ჩვენ ვადასტურებთ წინა სამიტებზე და ორმხრივ შეთანხმებებში აღებულ ვალდებულებებს, ისევე როგორც ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ისინი. ამ გზაზე, პროგრესისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ პირობად რჩება ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და გაძლიერებული თანამშრომლობა: კეთილდღეობის გაზრდა და მშვიდობის, სტაბილურობის, მდგრადობისა და მედეგობის ხელშეწყობა რეგიონში, განსაკუთრებით კოვიდ- 19-ის პანდემიის კონტექსტში.

ჩვენი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის განსაკუთრებული მიზანი იქნება ძირითადი გლობალური პოლიტიკის მიზნების მიღწევა, მათ შორის კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმება და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი და მისი მდგრადი განვითარების მიზნები,”- აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში უწყვეტი დესტაბილიზაციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

ჩვენ მოვუწოდებთ განახლებული ძალისხმევისკენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის.

მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, გაძლიერებულ ჩართულობას და გაძლიერებულ როლს კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტების მოგვარებაში, ნდობის აღდგენის საქმეში.

ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა ("მეტი-მეტისთვის" და "ნაკლებად-ნაკლებისთვის") გააგრძელებს სარგებელის მოტანას იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართული რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ყველა ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას სამეზობლოში. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დარჩება ინკლუზიური და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს საერთო რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს ერთობლივად გადაჭრას ფართო სპექტრში, მათ შორის უფრო ღრმა სექტორული თანამშრომლობისა და გაცვლის გზით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ კუთხით ჩვენს კონკრეტულ მიზანს, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ რეგიონულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მათ შორის კავშირებისა და სატრანსპორტო კავშირის გაძლიერება,“- აღნიშნულია დეკლარაციაში.