"უკაც­რა­ვად, რომ გა­დარ­ჩა ში­ოშ­ვი­ლი. არ ვი­ცო­დი, ასე ძა­ლი­ან თუ "ტე­ხავ­და“ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა" - ვინ არის გუბერნატორი, რომელიც, "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მტკიცებით, საჭეს ნასვამი მართავდა - კვირის პალიტრა

"უკაც­რა­ვად, რომ გა­დარ­ჩა ში­ოშ­ვი­ლი. არ ვი­ცო­დი, ასე ძა­ლი­ან თუ "ტე­ხავ­და“ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა" - ვინ არის გუბერნატორი, რომელიც, "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მტკიცებით, საჭეს ნასვამი მართავდა

მით­ქმა - მოთ­ქმა არ წყდე­ბა კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ ირაკ­ლი ში­ოშ­ვი­ლის გარ­შე­მო მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, - რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შეკ­რე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ირაკ­ლი ში­ოშ­ვი­ლი სა­ჭეს­თან ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფი დაჯ­და და სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­ზი­ა­ნაო...

გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ში­ოშ­ვი­ლი თე­ლა­ვის კლი­ნი­კა­ში მი­ვი­და, სა­დაც ექი­მებს მო­ა­ტყუა, თით­ქოს "კი­ბი­დან და­გორ­და და იქ მი­ი­ღო მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბიო”.

მან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან ში­ოშ­ვი­ლის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ალ­კო­ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბაც მო­ი­თხო­ვა... "რამ­დე­ნი­მე დღის წინ კა­ხეთ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში "ოც­ნე­ბამ” და ლი­დე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს დიდი ღრე­ო­ბა, სა­დაც შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ვნა­ხეთ, რო­გორ ზე­ი­მობ­დნენ იმ დროს, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან უჭირს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ირაკ­ლი ში­ოშ­ვი­ლი მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წი­ნან­დლი­დან წა­ვი­და თე­ლავ­ში და ხე­დავთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლი. პო­ლი­ცია ამ ფაქტს მა­ლავს, ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან მოხ­სნი­ლია სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი, ცდი­ლობ­დნენ მი­ეჩ­ქმა­ლათ ეს ფაქ­ტი, თუმ­ცა "ოც­ნე­ბის” შიდა გუნ­დი­დან გა­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვი­ცით, რომ კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო მთვრა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა.

"ეს არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო შა­ბათს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და კვი­რას სა­ღა­მოს“, - ასე უპა­სუ­ხა კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ოშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლის ბრლა­დე­ბებს.

"ვმოძ­რა­ობ­დი ბა­კურ­ცი­ხე-გურ­ჯა­ა­ნის შე­მოვ­ლით გზა­ზე, თე­ლა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სიღ­ნაღ­ში ვი­ყა­ვი საქ­მე­ზე და უკან ვბრუნ­დე­ბო­დი. ეს ამ­ბა­ვი არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან. სა­ჭეს­თან მე ვი­ჯე­ქი და მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ვი­ღე. სხვა არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ნას­ვა­მო­ბას, ეს არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი და კი­დევ ერთი ტყუ­ი­ლი. იცით, რომ პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ოდს გავ­დი­ვარ და მკურ­ნა­ლო­ბას ვაგ­რძე­ლებ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნას­ვა­მი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვიქ­ნე­ბო­დი", - გა­ნა­ცხა­და კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ოშ­ვილ­მა.

ამ ამ­ბავს ბევ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც. ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს:

"ჯან­მრთე­ლო­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორს ირაკ­ლი ში­ოშ­ვილს, რო­მე­ლიც კვი­რას სა­ღა­მოს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის არც ოც­ნე­ბის წი­ნან­დლის გაშ­ლი­ლი სუფ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, არც თე­ლა­ვი წი­ნან­დლის გზა­ზე არ მომ­ხდა­რა შემ­თხვე­ვა და არც ნას­ვა­მი არ იყო. ბრუნ­დე­ბო­და თბი­ლი­სი­დან თე­ლავ­ში და ავა­რია გურ­ჯა­ა­ნის გზა­ზე მო­უხ­და. სულ რა­ღაც 10 დღეა რაც კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა და არ მგო­ნია, მისი ჯან­მრთე­ლო­ბა სა­ქი­ლი­კო იყოს!

ასე­ვე არც თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მი­სუ­ლა, იგი გურ­ჯა­ა­ნის "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნა 112- მა.

მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, აქვს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. ესა­ჭი­რო­ე­ბა ოპე­რა­ცია და თა­ვი­სი ფე­ხით ვერც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­დო­და...

რაც შე­ე­ხე­ბა ავა­რი­ებს, მე ის დრო გა­მახ­სენ­და... განაგრძეთ კითხვა