აშშ -ში დავით კლდიაშვილი შთამომავლი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია
15 დეკემბერს, აშშ-ში ქართველი ახალგაზრდა, 27 წლის ქაქუცა კლდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის შთამომავლია.
"კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი მეგობარი და დიდი დავით კლდიაშვილის შთამომავალი წავიდა იმ ქვეყნად, New York-ის ქართული ემიგრაციიდან. ვუსამძიმრებთ ქალბატონ თამარ ღოღობერიძეს შვილის, ქაქუცა კლდიაშვილის გარდაცვალების გამო, როგორც ცნობილია, მისი სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა დამწუხრებული დედისთვის ეს არანაირი შეღავათი არ არის. დაე, ნათელში იყოს ქაქუცას სული და მის ოჯახს კი გამძlეობას ვუსურვებთ!“ - ვკითხულობთ ემიგრანტების განცხადებაში.
Ambebi.ge-მ მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები მოიძია. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედიაც წერს.
ნიუ იორკში, სტეიტენ-აილენდის მახლობლად, სავარაუდოდ, იმ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც გასულ სამშაბათს Verrazzano-Narrows-ს ხიდიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა silive.com წყაროზე დაყრდნობით წერს. განაგრძეთ კითხვა