"ათი წლის ასაკში, სხვათა შორის ნათქვამმა სიტყვამ გამააზრებინა, რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი იყო ჩემში..." - კვირის პალიტრა

"ათი წლის ასაკში, სხვათა შორის ნათქვამმა სიტყვამ გამააზრებინა, რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი იყო ჩემში..."

"განსაკუთრებით მსიამოვნებს, როდესაც კოლექციონერები ჩემს ნამუშევრებს ირჩევენ და დიდი კლასიკოსების გვერდით განათავსებენ. საქართველოში ბევრს აქვს ჩემი ნახატები, ასევე საზღვარგარეთ: ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ესპანეთში... უზომოდ მადლიერი ვარ თითოეულის", - გვითხრა მხატვარმა მანანა შუქია გოგოჭურმა, რომელსაც გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოდან იწვევენ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ხატვა ადრეულ ბავშვობაში, 6 წლისამ დავიწყე. თოვლზე ხატვა მიყვარდა: გრძელ ტოტს დავიჭერდი და ვხატავდი ისე, რომ შორიდან თოვლის მთლიანობა არ დამერღვია. არ მქონდა გააზრებული, ეს ნიჭი თუ იყო. მეგონა, ყველას შეეძლო ასე ეხატა. ათი წლის ასაკში, სხვათა შორის ნათქვამმა სიტყვამ გამააზრებინა, რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი იყო ჩემში..."

"2020 წელს მიწვეული ვიყავი ნიუ-იორკის ბიენალეზე და საბერძნეთში, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩაიშალა. ასევე, 2021 წლის გაზაფხულზე ვენეციის ბიენალეზე მიმიწვიეს და ვერც იქ შევძელი წასვლა. ახლა მიწვეული ვარ დუბაიში, საერთაშორისო გამოფენაზე...ყველაზე სასიამოვნო და სასიხარულოა, როცა შენს ნახატზე აკეთებენ არჩევანს და აბედნიერებთ მისი სახლში წაღება. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როცა კოლექციონერები ირჩევენ ჩემს ნამუშევარს და დიდი კლასიკოსების გვერდით კიდებენ..."

"მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, სასწაული ხდება, ყველამ მოსინჯა ხატვაში ბედი. სასიხარულოა, ადამიანებმა ასეთი გამოსავალი რომ იპოვეს და სტრესს სასიამოვნო და პოზიტიური საქმით დაუპირისპირდნენ. უამრავმა ზრდასრულმა დაიწყო ხატვა და მთელი ცხოვრების ნატვრა აისრულეს. იცით, რა არის ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში? ბევრს ასაკში ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რის შესახებ თავადაც არ იცოდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე