"ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ"
პოეტი რეზო ამაშუკელი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს და წერს, რომ ვინნც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მას ომს გამოუცხადებს:
"ქალბატონებო და ბატონებო!ვწუხვარ, რომ ვიზუალურად ვერ ვახერხებ თქვენთან შეხვედრას. უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც კარგად შენიღბული (ხშირად აშკარადაც) ბატონი ბერნარდ შოუ, გამოკვეთილი ფაშისტი ამბობს, ჩემი გარდაცვალების ცნობა რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება! ეხლა კი პირდაპირ ვაცხადებ:ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ. ვისაც შნო გაქვთ მეომეთ.ყველას, ვისაც მე ვგულისხმობ ბიოგრაფიები, მათი საქმიანობა და ასე შემდეგ, ხელის გულზე მიდევს.ასე რომ ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ.ეხლა მათთვის ვისაც პოეზია უყვარს, (გია ბუღაძისთვის ორ სტრიქონიანი ლექსი მაქვს, ასე იწყება "ავედი ხეზე" დანარჩენი ვისაც ეკუთვნის თვითონ დაამთავროს.)გიტოვებთ ჩემს ერთ ძველ ლექსს და კარგად ბრძანდებოდეთ!პატივისცემით, რეზო ამაშუკელი", - წერს ამაშუკელი.