"მაინც მთელი ცხოვრება მომიწევს ამ ტრაგედიის მხრებით ტარება" - კვირის პალიტრა

"მაინც მთელი ცხოვრება მომიწევს ამ ტრაგედიის მხრებით ტარება"

გუ­და­ურ­ში 28 წლის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ა­მარ­თლეს, პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

ის სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ამ ტრა­გე­დი­ის მხრე­ბით ტა­რე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევს.

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც მე მა­ინც მხრე­ბით უნდა ვა­ტა­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს, სი­მარ­თლის­თვის და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის. ემო­ცი­ებ­ში ვარ და მეტს ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით" - აღ­ნიშ­ნა კო­ბი­აშ­ვილ­მა.

გუ­და­ურ­ში 28 წლის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თოლმ უდა­ნა­შუ­ა­ლოდ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 16 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. კო­ბი­აშ­ვილს მკვლე­ლო­ბას, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი 6 პირს წა­რუდ­გი­ნა და მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო.

"ინტერპრესნიუსი"