"რეგულირების სააგენტომ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმე შეისწავლა და რეაგირებაც მოახდინა" - კვირის პალიტრა

"რეგულირების სააგენტომ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმე შეისწავლა და რეაგირებაც მოახდინა"

"რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე შე­ის­წავ­ლა და რე­ა­გი­რე­ბაც მო­ახ­დი­ნა" - ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე შე­ის­წავ­ლა და რე­ა­გი­რე­ბაც მო­ახ­დი­ნა.

ტი­კა­რა­ძე საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­ავ­რცე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბას, მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან არა­ერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

“რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბა ამ პე­რი­ოდ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ აქ­ტი­უ­რი იყო, ვი­ნა­ი­დან ჯან­დაც­ვა­ში პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი და უსაფრ­თხო­ე­ბა. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან ნამ­დვი­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ გა­დაც­დო­მებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

ასე­ვე, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლით და მიდ­გო­მე­ბით შევ­ძე­ლით ის, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო პა­რა­ლე­ლუ­რად არის სა­მე­დი­ცი­ნო და ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის პარტნი­ო­რი და ეხ­მა­რე­ბა მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ის რთუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სწო­რედ ხა­რისხზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ჯი­ემ­პი და ჯი­დი­პი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში ასე­ვე მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა”,- გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 19 წლის თეკ­ლა თორ­დია კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას კლი­ნი­კა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დაყ­ვა­ნას უკავ­ში­რებს. საქ­მეს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობს.