"საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, კიდევ მეტია მოსალოდნელი"
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებას გულისხმობს.
„საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, კიდევ მეტია მოსალოდნელი“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".