ძმებს, რომელთაც მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით გარდაეცვალათ ბინა გადაეცემათ - რა ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობა? - კვირის პალიტრა

ძმებს, რომელთაც მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით გარდაეცვალათ ბინა გადაეცემათ - რა ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობა?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქში იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძმებს, რომელთაც მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით გარდაეცვალათ, ე.წ. ოცნების ქალაქში ბინა გადაეცემათ.

"თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს. ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი ბათუმის "დინამოს" აკადემიაში ისწავლიან. ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი "ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"