"ეგ არის შავი ლაქა ჩემს ცხოვრებაში" - რა ისტორია გაახსენეს ირმა სოხაძეს?
თოქშოუ "ანნას შოუში"-ს ეთერში ყველასთვის საყვარელი მომღერალი ირმა სოხაძე შვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
გადაცემაში გაირკვა, რომ ბიჭი, რომელიც მუსიკალურ გუნდში არ მიიღო, ბოლოს მისი სიძე გახდა.
"ეგ არის შავი ლაქა ჩემს ცხოვრებაში. მე მქონდა ჩემი სტუდია, ახლაც მაქვს საბავშვო სტუდია. იქ მოჰყავდათ უამრავი ბავშვი და მათ შორის მოიყვანეს ერთი გადასარევი ბავშვი, ცისფერთვალება, პუტკუნა, ფუმფულა, ქერა, ლამაზი, ბიჭი, რომელსაც სმენა აქვს, ვერ იტყვი, რომ სმენა არ აქვს, მიმღერა რაღაც და არ ვიცი რატომ არ ავიყვანე, ძალიან შეზღუდული რაოდენობით ვიღებდი ბავშვებს, რომ მცოდნოდა, ბექას ვეუბნებოდი უარს, როგორ ვეტყოდი უარს. სიძე რომ გახდა მერე მითხრა, ახლაც ხო არ მეტყვი უარს და ხო არ დამიწუნებო?"- მოჰყვა მომღერალმა. იხილეთ ვიდეო