80 წლის წინ თბილისში აწყობილმა პირველმა გამანადგურებელმა დედაქალაქს გადაუფრინა! - კვირის პალიტრა

80 წლის წინ თბილისში აწყობილმა პირველმა გამანადგურებელმა დედაქალაქს გადაუფრინა!

თბილისის საავიაციო ქარხნის ამოქმედებიდან 80 წელი შესრულდა.

სწორედ მაშინ,1941 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც გერმანიის არმია ფაქტობრივად მოსკოვის მისადგომებთან უტევდა, ტაგანროგიდან და სევასტოპოლიდან ევაკუიერებული საავიაციო ქარხნების ბაზაზე თბილისში შექმნილმა 31-ე საავიაციო ქარხანამ ადგილზე აწყობილი პირველი გამანადგურებელი თვითმფრინავები ააფრინა ჰაერში, რომლებიც მალევე ფრონტის ხაზზე გაიგზავნა.

მას შემდეგ დიდმა ხანმა გაიარა და თბილისის საავიაციო ქარხნის მიერ გამოშვებული საბრძოლო თვითმფრინავები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე თითქმის ყველა ომში მონაწილეობდნენ, მათ შორის, კორეეის, ვიეტნამის, ისრაელ-არაბეთის, ავღანეთისა თუ ერაყის...

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისის საავიციო ქარხანა ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი პირველი რეაქტიული თვითმფრინავების სერიულ წარმოებას შეუდგა.

alada1-1639822084.jpg

თბილისშივე აწყობდნენ იმ დროისთვის ძალზე გასაიდუმლოებულ ფრთოსან რაკეტებსაც, რომლებსაც ბირთვული ქობინი უყენდებოდათ და ამერიკული ატომური ავიამზიდების ჩასაძირად იყვნენ განკუთვნილნი.

ჩვენმა საავიაციო ქარხანამ რამდენიმე ათეული ათასი "ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტა გამოუშვა სერიულად, რომლებიც საჰაერო ბრძოლებში ხშირად გამოიყენებოდა და მათი საშუალებით ასობით თვითმფრინავი და შვეულმფრენია ჩამოგდებული.

თბილისის სავიაციო ქარხანა იქცა უპილოტო რეაქტიულძრავიანი საფრენი აპარატების-დრონების სერიული წამოების ერთ-ერთ პიონერად მთელ მსოფლიოშიც.

პირადად ამ ბლოგის ავტორის ცხოვრებაში თბილისის საავიაციო ქარხანამ კარდინალური ცვლილება შეიტანა, როდესაც თითქმის 30 წლის წინ, 1992 წლის გაზაფხულზე მის ტერიტორიაზე მოულოდნელად აღმოჩნდა, თავისი პირველი სტატია ქარხანას მიუძღვნა და ქიმიკოსის პროფესია სამხედრო ჟურნალისტის პროფესიით შეცვალა...

20 წლის წინ, 2001 წელს კი თბილისის საავიაციო ქარხანაში ისრაელის მხარესთან ერთად მოდერნიზებული ჩვენი მოიერიშე "სკორპიონი“ საფრანგეთში, ლე-ბურჟეს აეროკოსმოსურ გამოფენაზე გავიტანეთ, რაც იმ დროისთვის თბილისის საავიაციო ქარხნის უდიდესი მიღწევა გახლდათ...

თბილისის საავიაციო ქარხნის მემკვიდრე - "თბილავიამშენის“ ყველა წევრს, დაწყებული მუშიდან, დამთავრებული მისი ხელმძღვანელობით მთელი გულით ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს და მომავალში კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებ!

ჩემი მკითხველი რომ არ გადავღალო, ვთავაზობ ფოტოკოლაჟს თუ რა ტიპის საფრენი აპარატები და რა რაოდენობით აქვს წარმოებული თბილისის საავიაციო ქარხანას.

alada2-1639822109.jpg