"ტყუილია, რომ მამა მკვლელი იყო... ის მოსკოვში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადავიდა"
გამოქვეყნებულია 2021-12-18
ორი დღის წინ რუს ბლოგერს ნადეჟდა სტრელეცს ქეთა თოფურიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალმა ვრცლად ისაუბრა ოჯახზე, კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე. თოფურიამ ასევე ისაუბრა გარდაცვლილ მამა, ანდრო თოფურიაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ციხეში დაიღუპა და კანონიერი ქურდი იყო...
ქეთას მამაზე არაერთხელ დაწერილა მედიაში. მომღერალი ყოველთვის გაურბოდა მასზე ღიად საუბარს. ცნობილია, რომ მამის გარდაცვალება საკმაოდ მძიმედ გადაიტანა.
კარიერის მანძილზე მომღერალს დედის გარეშე არ უცხოვრია. მას ყოველთვის თან ახლდა დედა, ნატალია თოფურია, რომელიც წლების წინ შვილთან ერთად გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად.
ქეთა თოფურია:
- ის სუპერ მამა იყო. 90-იან წლებში საქართველოში ვცხოვრობდით, მამა კანონიერი ქურდი იყო. მაშინ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, ქუჩებში წესრიგს კანონიერი ქურდები ამყარებდნენ. იმ წლებში მამა წამალდამოკიდებული იყო, ეს მაშინდელი საქართველოს ავადმყოფობა იყო. შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მამა მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად. რაღაც პერიოდის შემდეგ ის დააკავეს და ციხეში ინსულტით დაიღუპა.
არ არის მართალი, რომ ის მკვლელი იყო. მოზარდობისას ეზოში ჩხუბი მოხდა, მაშინ 17-19 წლის იქნებოდა. ჩხუბის დროს ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. სხვები გაიქცნენ და მამა დარჩა. ამის გამო დააკავეს. საბოლოოდ გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ დამნაშავე არ იყო და გაამართლეს. გაგრძელება